диалог душ

6 11 2009

-

აუდიო ჩანაწერების მიხედვით ძნელი მისახვედრი არ იქნება პოსტში რა თემასაც ვეხები. შეგიძლიათ ტესტიც გაიაროთ: А ты, шизофреник?

фобий


илья муромец


таррраррата

music by: certifiable lunatic





Orange

5 11 2009

ერთნაირი სიტყვების სხვადასხვა მნიშვნელობა





შორს ეჭვები და წინაღობა

5 11 2009





პოსტი

5 11 2009

აქ იყო პოსტი





Dreamer

4 11 2009

არ შეიძლებოდა რო არ დამედო





2010 products

3 11 2009

დიდი ხანია თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ პოსტი არ გამიკეთებია, არც არაფერი მისაუბრია ამ თემაზე. ასე რომ გადავწყვიტე პატარა პოსტი გავაკეთო იმაზე თუ რა გველის ახლო მომავალში, ანუ რა პროდუქციას უნდა ველოდოთ სულ რაღაც ერთ წელიწდში.

Image_Sensor_061407

10 ნივთი, რომლის ყიდვას ადამიანები 2010 წლისთვის უკვე მაღაზიებშიც შეძლებენ.

1. თვითგამაცხელებელი ჭურჭელი (მწარმოებელი Dragon Plastics).
2.მობილურის ელემენტი ბირთვულ ენერგიაზე 99 წლიანი მოხმარებით. ( Ora-Ito).
3. ღამის კონტაქტური ლინზები (licensetech).
4. სამკურნალო მაისური, რომელიც არეგულირებებს პულსს, ამცირებებს ცელულიტის განვითარებას და ოფლიანობას (sensatex).
5. ციფრული სარკე სადაც შეგიძლიათ დაინახოთ საკუთარი თავი ნებისმიერ ასაკში. (BT საიტი შემუშავების პროცესშია)

Read More…





my photo delirium | collage

3 11 2009

ცოტა დამუშავება დამეზარა მაგრამ არ დამიმთავრებია კიდე ვაკეთებ შტრიხებია ცოტა დასამუშავებელი მაგრამ არაფერი უჭირს მაინც დავდებ ესეც ეხლა ტილოზე ნახატი არ იყოს სანამ არ დავამთავრებ რო არ გამოვაჩინო :D

1234

^

more version..





Aufgang

2 11 2009

ნიჭიერი ტრიო საფრანგეთიდან. კჯგუფის ორი წევრი პიანინოზე უკრავს, მესამე კი ელექტრონულ ჟღერადობაზეა პასუხისმგებელი.

ALBUM





არატრადიციული სიბრძნე

2 11 2009

01

ძალიან მომრავლდა სიტყვის თავისუფლებაზე პოსტები და იმაზე თუ რა არის რეალურად ფასეული და არაფასეული, რატომ ვართ ჩარჩენილები პირველ საუკუნეში და ა.შ. მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი ჩარჩენილობის მიზეზი ყველამ საკუთარ თავში და პირველ რიგში საკუთარ აღზრდაში უნდა ვეძებოთ.
მაგალითად ძალიან ხშირად ვაკვირდები ადამიანებს რომლებიც ცდილობენ შვილებს სიმკაცრით და საკუთარი იდეოლოგიის პრინციპებით მიუდგნენ და ამით ისინი ღირსეულები, ჭკვიანები, მოაზროვნეები და გენიალურები გაზადონ. ისინი ცდილობენ რაღაც კონკრეტული წესები დაუნერგონ და არიგებნ რომ ამ წესების გარეშე ისინი ცხოვრებაში ვერაფერს გახდებიან, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ კეთდება რომ ისინი ასე გაზარდეს და სხვაგვარად არც ძალუძთ. რა თქმა უნდა ყველაფერი ძალიან კარგია ამ ყველაფერს ცუდი მხარეც რომ არ ჰქონდეს… მაგალითად საკითხავია ის თუ როგორ მოსწონდათ საკუთარ თავზე მშობლების ასეთი მოპყრობა? რა თქმა უნდა მათ ეს არ მოსწონდათ და სწორედ ამაშია საქმე მაგრამ დღეს თვლიან რომ ასეთი მოპყრობით და აღრზდით ისინი სრულყოფილებად ჩამოყალიბდნენ… ნუ ამ პოსტში ამაზე სულ არ მაქვს საუბარი ამჟამად ცოტა განსხვავებულ საკითხს მინდა შევეხო.

მოკლედ რისი თქმა მსურს: საერთოდ მიღებულია რომ თუ ბავშვს ყოველთვის მივუთითებთ წესრიგისკენ – უსმინე უფროსებს, არ დაჩაგრო სუსტები და ა.შ. ეს ბავშვს ზრდილობიან პიროვნებად გაზრდის. ეს ყველაფერი ტყუილი და იდიოტიზმია!
read more…





At the End of Time

1 11 2009

ზოგჯერ იდეოლოგიურ უკიდურესობაც კარგია

–

ფოტოს ავტორი: Yann Orhan





fish house

31 10 2009

აი ესეთი აკვარიუმი მინდა. წარმომიდგენია რა კომფორტულად და ლაღად იგრძნობენ თევზები თავს.

1





პრაღის ფაუსტი

28 10 2009

ეს ბოლო ორი პოსტი რაღაც ძალიან მისტიური გამომივიდა. იმედია მომდევნო პოსტში არ შევეხები ასეთ იდუმალებით მოცულ საკითხებს:) მოკლედ ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ მხატვრული გრავიურები სადაც აღბეჭდილია ის შელოცვები რომელებსაც ვალპურგის ღამემდე წარმოსთქვავს ფაუსტი სულების გამოსაძახებლად. (სხვათაშორის ვალპურის ღამე იმ ციკლის დასაწყისია რომელის დამთავრებაც სწორედ ჰელუვინს ემთხვევა) ეს შელოცვები პირველად გამოქვეყნდა 1509 წელს პრაღაში. სწორედ ამ შელოცვების ტექსტები აქვს გამოყენებული საკუთარ გენიალურ ნაწარმოებში იოჰან ვოლფგანგ გოეთეს.

1

2

More…





Nujabes

27 10 2009




სერაფინიანუსის კოდექსი

27 10 2009

საერთოდ არც ისე ხშირად ვკითხულობ წიგნებს როგორც წესი, ხოდა აი გუშინ მუზა გამეხსნა, უფრო სწორედ სურვილი გამიჩნდა წამეკითხა რამე საინტერესო , ისეთი საინტერესო რომ ბევრად უფრო საინტერესო ყოფილიყო ვიდრე საინტერესო ;) ხოდა დავიწყე ძებნა და აი ასეთ უცნაურ წიგნს გადავაწყდი :) საერთოდ როგორც ცნობილია სამყაროში არის უამრავი წიგნი რომლებშიც სხვადასხვა პროფესიული, ისტორიული, მეცნიერული, მხატვრული, ლირტერატურული საკითხები განიხილება და რომლებიც ხალხისთვის ასე თუ ისე ხელმისაწვდომი და გასაგებია + რაც მთავარია ყველა ეს წიგნი ერთად მთელი კაცობრიობის დიდ საგანძურს წარმოადგენს. მაგრამ არსებობს ისეთი წიგნებიც რომლის არსებობაც გაუგებარია ადამიანისთვის, გაუგებარია მათი დანიშნულებაც და შინაარსიც.

34784487_1

ამ პოსტში სწორედ ასეთი საგანძური მინდა წარმოგიდგინოთ: ეს წიგნი დაიწერა იტალიელი არქიტექტორის ლუიჯი სერაფინის მიერ 1970 წელს, წიგნის ავტორის მტკიცებით ის წარმოადგენს ჩვენთვის შეუცნობელი, პარალელური სამყაროს ენციკლოპედიას. წიგნში დაახლოვებით 360–380 გვერდია. დაწერილია გაუგებარ ენაზე, გაუგებარი ანბანის მიხედვით. ანუ მისი გაშიფვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ შედევრის შექმნისთვის ავტორს 30 თვე დასჭირდა. სერაფინიანუსის კოდექსი 11 ნაწილად არის დაყოფილი და 2 სექციას წარმოადგენს: პირველი ფლორა და ფაუნას ეთმობა, მეორე კი ადამიანს.

მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ თავად შეგიძლიათ გადახედოთ პოსტში რამოდენიმე გვერდს ამ წიგნიდან..

Look illustrations…





Dual citizenship

26 10 2009

ქვემოთ მოყვანილია რუქა, სადაც ფერების მიხედვით აღნიშნულია ის ქვეყნები რომლის ტერიტორიებზე შეუძლია გადაადგილება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს. მაგალითად მე. ისე ვერ გამიგია ბრაზილია რატომღაც აბსაიტშია? ნუ ჩინეთი და ინდოეთი ისედაც გასაგებია.

usarussiacitizens-no-visa