ჩვენ მზეს ვხედავთ ისეთს როგორიც ის 8 წუთის წინ იყო. უცნაურია მაგრამ ფაქტი :)
10 Streetwear Blogs
23 07 2009პოსტში მიმაგრებულია 10 საიტი სადაც თავით ფეხებამდე წარმოდგენილია ქუჩური მოდის მიმოხილვა, ამ საიტებზე ხდება ყოველდღიური განხილვა იმის თუ მსოფლიოში როგორი სტილი არის დღევანდელ დღეს მოდური და მისაღები
Comments : 5 Comments »
Tags: design, Fashion, sites, Streetwear
Categories : WEB
Natalie Portman Uncensored Rap
20 07 2009Comments : 1 Comment »
Tags: ANIMATION!, gif, MUSIC, Natalie Portman, Rap
Categories : EVERYONE
Nikon D700 Made Easy DVD 1 & 2
16 07 2009აქ წარმოდგენილია ვიდეო კურსი სადაც დეტალურად არის განხილული Nikon D700 – ის ხრიკები და შესაძლებლობები.

codec: H.264
video: QuickTime (.MOV), 854 x 480
audio: MPEG-4 AAC LC, 48000Hz 118 kb/s tot , stereo (2/0)
Comments : Leave a Comment »
Tags: dvd, lesson, Nikon D700
Categories : EVERYONE
შენც დაემატე
13 07 2009სრული პოსტი აქ: georgian art blogs
Comments : Leave a Comment »
Tags: ART, blogs, georgia
Categories : DELIRIUM
opinions differ
10 07 2009გემოვნებაზე არ დაობენ,
საერთოდ არ დაობენ ,
განსაკუთრებით უგემოვნო რეგვენებთან
Comments : 3 Comments »
Tags: opinions, thinking
Categories : DELIRIUM
you
9 07 2009შენ ლამაზი და ჭკვიანი ხარ!
Comments : 6 Comments »
Tags: about you, thinking
Categories : DELIRIUM
The Ledge Experience
6 07 2009ჩიკაგოს ერთერთი ცათამბრჯენის 103–ე სართულზე გაიხნა 4 შუშის აივანი რომლებიც მხოლოდ 5 ადამიანზე არის გათვლილი. ისინი გაკეთებულია მყარი შუშისგან და გათვლილია 5 ტონა ტვირთზე.

აივნებიდან ხედით ტკბობს საფასური 14,95 აშშ დოლარია.
Comments : 4 Comments »
Tags: Architecture, DESING
Categories : EVERYONE
heal fashionlab
6 07 2009







Comments : 2 Comments »
Tags: ANIMATION!, gif, photography
Categories : EVERYONE
Tin man
6 07 2009ზუსტად არ ვიცი ამას რა ქვია … ალბათ რაღაც სურიალისტური ანიმაციის ზუმი : scifi.com/tinman/oz/

Comments : Leave a Comment »
Tags: ANIMATION!, flash, site
Categories : WEB
ქართული ბლოგები ხელოვნების გარშემო
3 07 2009
მოკლედ მინდა შევეხო ძალზედ საინტერესო საკითხს, საკითხს რომელსაც ეწოდება ქართული ბლოგების განვითარება, პროგრესი და ჩამოყალიბება.
დავიწყებ იქიდან რომ პირადად მე სასაცილოდაც არ მყოფნის ამ თემის პოლიტიზირება, სულ მარტივი მაგალითის ნახვა შესაძლებელია ფორუმის ამ მოკლრძალებული თემის პირველ გვერძე: ქართველი ბლოგერები. ალბათ გაინტერესებთ რა შუაშია აქ პოლიტიკა? საქმე იმაშია რომ ამ თემაში ბლოგერების მისამართები დაწერილია სიის სახით და ზოგიერთ მათგანს მიწერილი აქვს კონკრეტული განმარტებები. როგორიც არის მაგალითად სიტყვები (შემოქმედებითი, საინტერესო და ა.შ.) ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან კარგი და სასიამოვნოა მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ დანარჩენი ბლოგებიც თავისი კუთხით ასევე საინტერესო და შინაარსიანია , მსურს რომ ყოველივე მათგანს ოდნავ სხვაგვარი განმარტება მიეცეს , ამ შემთხვევაში მეტად გასაგები იქნება კონკრეტული თემატიკით დაინტერესებული მკითხველისთვის რომ მარტივად და უცებ მოიძიოს მისთვის სასურველი ბლოგი. ნუ ეს საკითხი გასაგებია და ვფიქრობ კონკრეტიკას აღარ იმსახურებს.
ეხლა რაც შეეხება ამ პოსტს აქ მე ჩამოვწერე რამდენიმე ქართული ბლოგი რომელიც პირადად მე შემოქმედებით ბლოგებად მიმაჩნია. ზოგიერთისთვის ცნობილია რომ ეს ბლოგი პერსონალურ გვერდად ვაქციე და ალბათ ისიც რომ ახალი ბლოგი გავაკეთე სადაც კონკრეტულად თანამედროვე ხელოვნებაზე ვსაუბრობ და შესაბამის მატერიალს ვდებ: lookinart.blogspot.com. ამასთანავე მსურს რომ წარმოგიდგინოთ იმ ადამიანიანების ბლოგები რომლებიც ჩემი აზრით აფასებენ ხელოვნებას და საკუთარ ბლოგებზე ყველაზე მეტად მის გარშემო საუბრობენ, თუ ვინმე გამომრჩება ან უბრალოდ არ სურს რომ ასეთი შეფასება მივცე მის ბლოგს შეგიძლიათ დაწეროთ და გამოთქვათ თქვენიპრეტენზიები და მეც თქვენი ნებასურვილის მიხედვით ამოვშლი ან დავამატებ ახალ ბლოგებს.
მოკლედ ასე: პერსონალური შემოქმედება, ჯგუფური პროექტები, ხელოვნება, კულტურა, მოდა, ლიტერატურა, არტ/მუსიკალური ბლოგები.
1. wearesweet.net – ჯგუფური ბლოგი, ბლოგის თემატიკა ყველაფერზე შემოქმედების ირგვლივ.
2. aphexbubblebath.livejournal.com – არტ/მუსიკა.
3. linguistuss.wordpress.com – სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები.
4. artidea.wordpress.com – შემოქმედებითი ბლოგი, აზრები, ჩანახატები, ფოტოგრაფია და ა.შ. (ჯგუფში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს)
5. ketigzirishvili.blogspot.com -პერსონალური ბლოგი: პროზა, პოეზია, ფიქრები.
6. nextdreamhacker.blogspot.com – კულტურული ტერორიზმის და კიბერნეტიკული შამანიზმის ზონა.
7. busuna.wordpress.com – პერსონალური ფოტო ბლოგი.
8. juzeppe.wordpress.com – მოთხრობები ცენზურის გარეშე.
9. dgiuri.com – საინტერესო ბმულები, ფოტოები, სიტყვები.
10. blog.rezo.ge – სურეალისტი მხატვრის პირადი ბლოგი, ძირითადი აქცენტი პირად შემოქმედებაზე კეთდება.
11.ermonia.blogspot.com – პერსონალური ბლოგი, მუსიკა, ფოტოგრაფია, ჩანახატები და ა.შ.
12.text.ge -კინო, წიგნები, ფოტოგრაფია, მუსიკა, ავტორის ჩანაწერები.
13.dance1234.blogspot.com –მუსიკალური ბლოგი.
14. dustytapes.wordpress.com – ჯგუფური მუსიკალური ბლოგი (აქ მეც ვერთიანდები:))
15.jayfawkes.blogspot.com – მუსიკალური ბლოგი.
16. radiobicycle.blogspot.com – მუსიკალური ბლოგი.
17.crowpictures.wordpress.com –ახალგაზრდა ვიდეომოყვარულთა ექსპერიმენტალური ბლოგი.
18. 2kija.wordpress.com -პესონალური მუსიკალური ბლოგი + სხვადასხვა თემები.
19.alternativa.ge – ორი ახალგაზრდა მხატვრის ბლოგი.
20.iaponia.wordpress.com – ბლოგი იაპონური კულტურის შესახებ.
21.ggg.com.ge – ფოტოგრაფია სლაიდის სახით.
22.artilia.blogspot.com –ფოტოგრაფია,მხატვრობა, მუსიკა (ეს ბლოგი ეხლახანს გაჩნდა და ველოდებით განვითარებას)
23. fiqro.blogspot.com – პერსონალური ფოტობლოგი.
24.tiko.web-log.nl – პერსონალური ბლოგი, ხელით ნაკეთი თოჯინები, ვიდეო ჩანახატები, ფიქრები.
25.norteri.blogspot.com – პერსონალური ბლოგი, ვიდეო საუბრები ლიტერატურაზე, სხვადასხვა წიგნების განხილვა + თემები კულტურულ მოვლენებზე.
26.mcerloba.blogspot.com - ლიტერატურა, მხატვრობა.
27.gochagabodze.blogspot.com – პერსონალური ბლოგი, მხატვრობა , მინანქარი + სხვადასხვა თემები.
28.otouniversum.blogspot.com – ბლოგის ავტორის გადაღებული ფოტოები.
29.embrioni.blogspot.com – პერსონალური ბლოგი, ლექსები, ჩანახატები, მოთხრობები, ფოტოები.
P.S.
ვიცი რომ სიას ბევრი მისამართი აკლია , ეს იმიტომ რომ ბევრის ზუსტი მისამართი წამეშალა და ბევრის მისამართიც უბრალოდ არ ვიცი. ამიტომ ვინც თვლის რომ მისი ბლოგი ამ განსაზღვრების ქვეშ ექცევა დაწერეთ და სიამოვნებით დაგამატებთ რადგან სამომავლოდ ვფიქრობ რომ თუ ბევრი დაგროვდება, სხვადასხვა ფორუმზე ამ განმარტების ქვეშ მოექცევა ასე რომ ინიციატივა თქვენი ნებაა
მნიშვნელოვანი შესწორება:
გამომრჩა მთავარი და ვფიქრობ აუცილებელი. ყველა ზემოთ აღნიშნული ბლოგის თემატიკა შეუზღუდავია რადგან უმეტესი მათგანი პერსონალურია და ავტორები წერენ პრაქტიკულად ყველანაირ თემაზე, უბრალოდ აქ მოყვანილი განმარტებები არის მოკლე აღწერა იმის თუ რომელ კულტურულ დარგებზე ხდება ყურადღების გამახვილება ამათუიმ ბლოგზე…
ამ განმარტებას ვწერ რადგან პოსტის მკითხვემა არ იფიქროს ის რომ რომელიმე ბლოგი რამე კონკრეტულ თემატიკაში ან კლიშეებში ექცევა
გაგრძელება აუცილებლად იქნება….
Comments : 16 Comments »
Tags: blogers, creat, georgia, new
Categories : DELIRIUM
Mysterious
1 07 2009ისე ძალიან მაინტერესებს ქართველი მხატვრები, არა უფრო ფოტოგრაფები რატომ ცილობენ რომ საკუთარ გადაღებულ ფოტოებს ყოველთვის სახელი მიაწერონ ხოლმე როცა ინტერნეტში დებენ მატერიალს? ან თუმდაც საშვალო ფორმატში რომ ტვირთავენ ფოტოებს და დიდ რეზოლუციაში ზოგავენ? რას ფიქრობენ რო ვინმე საავტორო უფლებებს დაურღვევს და ნიჭს გაუქარწყლებს ან სადმე უცხოურ საიტზე ატვირთავენ და საკუთარი სახელით წარსდგებიან ხალხის წინაშე მათი ფოტოებით და მთელ მსოფლიოს გააცნობენ და ამის შემდეგ რო მოეწონება ყველას ის ფოტო და რო არ ეცოდინებათ ავტორი , ამ შემთხვევაში რა ქნას ფოტოგრაფმა?
Comments : 4 Comments »
Tags: georgians, Ours, thinking
Categories : DELIRIUM














Recent Comments