
მოკლედ მინდა შევეხო ძალზედ საინტერესო საკითხს, საკითხს რომელსაც ეწოდება ქართული ბლოგების განვითარება, პროგრესი და ჩამოყალიბება.
დავიწყებ იქიდან რომ პირადად მე სასაცილოდაც არ მყოფნის ამ თემის პოლიტიზირება, სულ მარტივი მაგალითის ნახვა შესაძლებელია ფორუმის ამ მოკლრძალებული თემის პირველ გვერძე: ქართველი ბლოგერები. ალბათ გაინტერესებთ რა შუაშია აქ პოლიტიკა? საქმე იმაშია რომ ამ თემაში ბლოგერების მისამართები დაწერილია სიის სახით და ზოგიერთ მათგანს მიწერილი აქვს კონკრეტული განმარტებები. როგორიც არის მაგალითად სიტყვები (შემოქმედებითი, საინტერესო და ა.შ.) ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან კარგი და სასიამოვნოა მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ დანარჩენი ბლოგებიც თავისი კუთხით ასევე საინტერესო და შინაარსიანია , მსურს რომ ყოველივე მათგანს ოდნავ სხვაგვარი განმარტება მიეცეს , ამ შემთხვევაში მეტად გასაგები იქნება კონკრეტული თემატიკით დაინტერესებული მკითხველისთვის რომ მარტივად და უცებ მოიძიოს მისთვის სასურველი ბლოგი. ნუ ეს საკითხი გასაგებია და ვფიქრობ კონკრეტიკას აღარ იმსახურებს.
ეხლა რაც შეეხება ამ პოსტს აქ მე ჩამოვწერე რამდენიმე ქართული ბლოგი რომელიც პირადად მე შემოქმედებით ბლოგებად მიმაჩნია. ზოგიერთისთვის ცნობილია რომ ეს ბლოგი პერსონალურ გვერდად ვაქციე და ალბათ ისიც რომ ახალი ბლოგი გავაკეთე სადაც კონკრეტულად თანამედროვე ხელოვნებაზე ვსაუბრობ და შესაბამის მატერიალს ვდებ: lookinart.blogspot.com. ამასთანავე მსურს რომ წარმოგიდგინოთ იმ ადამიანიანების ბლოგები რომლებიც ჩემი აზრით აფასებენ ხელოვნებას და საკუთარ ბლოგებზე ყველაზე მეტად მის გარშემო საუბრობენ, თუ ვინმე გამომრჩება ან უბრალოდ არ სურს რომ ასეთი შეფასება მივცე მის ბლოგს შეგიძლიათ დაწეროთ და გამოთქვათ თქვენიპრეტენზიები და მეც თქვენი ნებასურვილის მიხედვით ამოვშლი ან დავამატებ ახალ ბლოგებს.
მოკლედ ასე: პერსონალური შემოქმედება, ჯგუფური პროექტები, ხელოვნება, კულტურა, მოდა, ლიტერატურა, არტ/მუსიკალური ბლოგები.
1. wearesweet.net – ჯგუფური ბლოგი, ბლოგის თემატიკა ყველაფერზე შემოქმედების ირგვლივ.
2. aphexbubblebath.livejournal.com – არტ/მუსიკა.
3. linguistuss.wordpress.com – სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები.
4. artidea.wordpress.com – შემოქმედებითი ბლოგი, აზრები, ჩანახატები, ფოტოგრაფია და ა.შ. (ჯგუფში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს)
5. ketigzirishvili.blogspot.com -პერსონალური ბლოგი: პროზა, პოეზია, ფიქრები.
6. nextdreamhacker.blogspot.com – კულტურული ტერორიზმის და კიბერნეტიკული შამანიზმის ზონა.
7. busuna.wordpress.com – პერსონალური ფოტო ბლოგი.
8. juzeppe.wordpress.com – მოთხრობები ცენზურის გარეშე.
9. dgiuri.com – საინტერესო ბმულები, ფოტოები, სიტყვები.
10. blog.rezo.ge – სურეალისტი მხატვრის პირადი ბლოგი, ძირითადი აქცენტი პირად შემოქმედებაზე კეთდება.
11.ermonia.blogspot.com – პერსონალური ბლოგი, მუსიკა, ფოტოგრაფია, ჩანახატები და ა.შ.
12.text.ge -კინო, წიგნები, ფოტოგრაფია, მუსიკა, ავტორის ჩანაწერები.
13.dance1234.blogspot.com –მუსიკალური ბლოგი.
14. dustytapes.wordpress.com – ჯგუფური მუსიკალური ბლოგი (აქ მეც ვერთიანდები:))
15.jayfawkes.blogspot.com – მუსიკალური ბლოგი.
16. radiobicycle.blogspot.com – მუსიკალური ბლოგი.
17.crowpictures.wordpress.com –ახალგაზრდა ვიდეომოყვარულთა ექსპერიმენტალური ბლოგი.
18. 2kija.wordpress.com -პესონალური მუსიკალური ბლოგი + სხვადასხვა თემები.
19.alternativa.ge – ორი ახალგაზრდა მხატვრის ბლოგი.
20.iaponia.wordpress.com – ბლოგი იაპონური კულტურის შესახებ.
21.ggg.com.ge – ფოტოგრაფია სლაიდის სახით.
22.artilia.blogspot.com –ფოტოგრაფია,მხატვრობა, მუსიკა (ეს ბლოგი ეხლახანს გაჩნდა და ველოდებით განვითარებას)
23. fiqro.blogspot.com – პერსონალური ფოტობლოგი.
24.tiko.web-log.nl – პერსონალური ბლოგი, ხელით ნაკეთი თოჯინები, ვიდეო ჩანახატები, ფიქრები.
25.norteri.blogspot.com – პერსონალური ბლოგი, ვიდეო საუბრები ლიტერატურაზე, სხვადასხვა წიგნების განხილვა + თემები კულტურულ მოვლენებზე.
26.mcerloba.blogspot.com - ლიტერატურა, მხატვრობა.
27.gochagabodze.blogspot.com – პერსონალური ბლოგი, მხატვრობა , მინანქარი + სხვადასხვა თემები.
28.otouniversum.blogspot.com – ბლოგის ავტორის გადაღებული ფოტოები.
29.embrioni.blogspot.com – პერსონალური ბლოგი, ლექსები, ჩანახატები, მოთხრობები, ფოტოები.
P.S.
ვიცი რომ სიას ბევრი მისამართი აკლია , ეს იმიტომ რომ ბევრის ზუსტი მისამართი წამეშალა და ბევრის მისამართიც უბრალოდ არ ვიცი. ამიტომ ვინც თვლის რომ მისი ბლოგი ამ განსაზღვრების ქვეშ ექცევა დაწერეთ და სიამოვნებით დაგამატებთ რადგან სამომავლოდ ვფიქრობ რომ თუ ბევრი დაგროვდება, სხვადასხვა ფორუმზე ამ განმარტების ქვეშ მოექცევა ასე რომ ინიციატივა თქვენი ნებაა
მნიშვნელოვანი შესწორება:
გამომრჩა მთავარი და ვფიქრობ აუცილებელი. ყველა ზემოთ აღნიშნული ბლოგის თემატიკა შეუზღუდავია რადგან უმეტესი მათგანი პერსონალურია და ავტორები წერენ პრაქტიკულად ყველანაირ თემაზე, უბრალოდ აქ მოყვანილი განმარტებები არის მოკლე აღწერა იმის თუ რომელ კულტურულ დარგებზე ხდება ყურადღების გამახვილება ამათუიმ ბლოგზე…
ამ განმარტებას ვწერ რადგან პოსტის მკითხვემა არ იფიქროს ის რომ რომელიმე ბლოგი რამე კონკრეტულ თემატიკაში ან კლიშეებში ექცევა
გაგრძელება აუცილებლად იქნება….








Thank u so much 4 4getting me ;)
შენც დაგამატე მაპატიე რომ გამომრჩა :)
მიყვარს ასეთი პოსტები,ბევრი ბლოგის შესახებ ვიგებ ხოლმე : )
სამწუხაროდ ჯერჯერობით დრო არ მაქვს ყველას რომ გადავხედო,მაგრამ მთელი ზაფხული წინ მაქვს,ტაკ შტო.. :))
გამარჯობა!ეხლა აღმოვაჩინე ეს ბლოგი.საკმაოდ დიდი ინტერესით გავეცანი პოსტებს.როგორც თანამედროვე ხელოვენებაა არაორდინალური,ისეთივე ბლოგიც.პრინციპში ჩემი ბლოგის ძირითადი თემა ლიტერატურაა,მაგრამ ამასთანევე მხატვრობის თემაც მაქვს.გავცვალოთ მისამართები!ჩემი ბლოგი http://mcerloba.blogspot.com წარმატებებს გისურვებ!
რაც მთავარია არტიდეა აქაა :)
რა გასაკვირია :)
if you can’t create art then try to help it, this is already art
like this better? thanks for the notion of ideas:D
ბევრი საინტერესო ბლოგის მისამართი გავიგე.
ძალიან კარგი და ინფორმატიული პოსტია.
მადლობა :)
კიდევ ჩავამატებ სხვებს და საერთოდ თქვენც თუ იცით მითხარით მისამართები თუ არ დაგეზარებათ აქ ჩავამატებ და მერე ფორუმზე ესეთი სახით დავწერ პირველ გვერძე და სხვა ფორუმებზეც . ისიც დაწერეთ ვინმეს თუ არ მოსწონს მოკლე განმარტებები შევცვლი როგორც მათ სურთ :)
აი ინებე: http://gochagabodze.blogspot.com
თვითონ ხატავს და ტიხრულ მინანქარზე მუშაობს. და საკმაოდ კარგად.
გადახედე მერე.
ძალიან კარგია ვნახე მომეწონა გადაცემებსაც ვუყურე :)
კიდე თუ ნახავ მომაწოდე ხოლმე როცა არ დაგეზარება ;)
კარგი იდეაა! რამდენიმე ჩემთვის ახალი მისამართი ვნახე და ახლა დავათვალიერებ..
მადლობა :)
kai postia, good job!
katalogi rodis ikneba…
dv0rsky
კატალოგში რასგულისხმობ ? :) ნელნელა შევავსებ ხოდა ფორუმებზე ამ სახით ჩავამატებინებ პირველ გვერძე ჯერ ცოტა ბლოგია მემგონი :)
http://embrioni.blogspot.com/