როგორი იქნებოდა დედამიწა იმ შემთხვევაში მას რომ პლანეტა სატურნის მსგავსად ასტეროიდული რკალი ჰქონოდა. ვიდეოში ნაჩვენებია ისიც თუ როგორ გამოჩნდებოდა ეს რკალი დედამიწის ზედაპირიდან.
როგორი იქნებოდა დედამიწა იმ შემთხვევაში მას რომ პლანეტა სატურნის მსგავსად ასტეროიდული რკალი ჰქონოდა. ვიდეოში ნაჩვენებია ისიც თუ როგორ გამოჩნდებოდა ეს რკალი დედამიწის ზედაპირიდან.
ადამიანები ცდილობენ რომ გამოგასწორონ? ესიგი ყველას არ სურს რომ გამოსწორდე. ესეიგი თქვენ არ ცდილობთ ჩამოართვათ სხვებს იმის უფლება რომ იყვნენ ისეთები როგორებიც არიან.
მშვენიერი გაკვეთილი. ასე რომ იყავი ყოველგვარ გაკვეთილზე მაღლა
თემის ლოგიკური გაგრძელება, მხოლოდ ამ შემთხვევაში პიტერ რასელის სიტყვების არ იყოს ახლო ხედიდან დანახული “სპილო”.
P.S.
ვინც უყურა წინა ფილმს მიხვდება სიტყვა სპილოს რა კონტექსტშიც ვხმარობ)
შესანიშნავი ფილმი, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ არასწორედ აღიქვავს ადამიანი საკუთარ დანიშნულებას ამ პლანეტაზე. ის სამყაროსგან განცალკევებულ სხეულად მიიჩნევს თავს და იმ კიბოს უჯრედს ემსგავსება რომელიც ცოცხალ ორგანიზმში დაბუდებულა. პლანეტა რომელსაც ჩვენ დედამიწას ვეძახით სიკვდილის პირას არის მისული, მან უბრალოდ ჯერ ვერ მოიფიქრა ისეთი წამალი რომელიც მას ამ „ეგოიზმის მეტასტაზებისგან“ გაანთავისუფლებს, მეტასტაზებისგან რომლებიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის არსებობენ და საერთოდ არ ახსოვთ რომ – მთლიანის ნაწილს წარმოადგენენ. მეცნიერული თვალსაზრისით იმ დასკვნამდე მივდივართ რომ დედამიწა მხოლოდ ჩვენი სახლის ფუნქციას არ ატარებს, ის ცოცხალი ორგანიზმია და ჩვენ მასში არსებულ პატარა ნაწილაკებს წარმოვადგენთ. თვითონ ფილმი გადაღებულია 1983 წელს და მას მერე აგერ უკვე რამდენი წელიწადია სხვადასხვა მეცნიერი საუბრობს ზუსტად ერთიდაიგივეს მაგრამ რატომღაც სხვადასხვა სიტყვებით. ბევრს ეშინია ამ თემის ირგვლივ ახსენოს სიტყვა „ღმერთი“, ბევრი მათგანი კი პირიქით თამამად საუბრობს მასზე.
ფილმი გადაღებულია პიტერ რასელის წიგნის მიხედვით.
“კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო” ამ ვიდეოს ფონზე მეტი რა მეთქმის :|
პოსტში წარმოდგენილია “პოპ” მოდერნიზმის 125 ნათელი წარმომადგენელი.

ფოტოგრაფები:
1. chema madoz: http://www.chemamadoz.com/
2. serena boggs: http://www.serenaboggs.com/
3. Akif Hakan Celebi: http://hakanphotography.com/
5. David Maisel: http://davidmaisel.com/
6. Pierre Radisic: http://www.exporevue.com/artistes/fr/radisic/fr.html
7. Martin Waugh: http://www.liquidsculpture.com/index.htm/
8. Liz Wolfe: http://www.lizwolfe.com/
9. Richard Barnes: http://www.richardbarnes.net/
10. Siro Anton: http://photo.net/photos/SethSiroAnton
ჩვენს ბლოგერებში საკმაოდ პოპულარული სახე ჰქონდა თამაშს რომელიც რაღაცით მეგობრობის დღიურს წააგავდა. რომელზეც ერთერთმა ფორუმელმა ისიც აღნიშნა რომ ასეთი თამაშები უკეთ ეხმარება ადამიანებს ერთმანეთის გაცნობაში. რასაც სრულებით ვეთანხმები. მაგრამ კონკრეტულად ის თამაში არ მომეწონა ვინაიდან ცოტა არ იყოს ტიპიურ ჟურნალისტურ ტესტს წააგავდა. ამიტომ გადავწყვიტე საკუთარ თავს თავად დავუსვა კითხვები და თავადვე ვუპასუხო. მოკლედ ერთი წლის წინ რომელიღაც უცხოურ ბლოგზე შემხვდა თემა სადაც ბლოგის ავტორის მიერ 100 გრაფაში იყო დახასიათებული საკუთარი თავი, ვფიქრობ ასეთი მიდგომით უფრო მეტის თქმა არის შესაძლებელი საკუთარ თავზე ვიდრე სტანდარტულ კითხვებზე პასუხის გაცემით. მოკლედ ამ პოსტში შევეცდები 100-ში არა მაგრამ 61 გრაფაში ავხწერო საკუთარი თავი და ცოტა რამ ვთქვა იმაზე თუ როგორი ვარ მე. ყველაფერი რასაც ვწერ არის სიმართლე და ვინაიდან ამ გრაფაში ვერ ვახერხებ საკუთარი თავის ბოლომდე აღწერას დავსძენ რომ მე ზუსტად ასეთი არ ვარ როგორსაც ვახასიათებ საკუთარ თავს და მე ზუსტად ასეთი ვარ როგორსაც ვახასიათებ საკუთარ თავს.

მოკლედ:
1. მე მქვია ნიკა რაც უკვე ნათელია გვერდის სახელწოდებიდან გამომდინარე
2. მე ვწერ შეცდომებით უფრო გრამატიკული შეცდომებით ვიდრე პუნქტუალურით (ეს ადრეც ავღნიშნე)
3. მძინავს თითქმის მჯდომიარეს
4. არ ვკითხულობ
5. ტანსაცმელის ყიდვისას მხოლოდ შარვალს ვარჩევ მარკის მიხედვით
6. არ ვჭამ დღეში სამჯერ , ვჭამ როცა მინდა
7. არ მიყვარს ჭარხალი, რძე და კაკლის მურაბა
8. მიყვარს მარწყვი, ნამცხვრები და გოზინაყი
9. მე სწრაფად ვმეტყველებ
10. ჩემი საყვარელი ფერია ყვითელი შესაბამისად ყველა ის ფერი რომელიც მის სპექტრს უკავშირდება
11. უცხოსთვის შემიძლია ბევრი რამის გაკეთება, საკუთარი თავისთვის თითქმის არაფერს ვაკეთებ
12. მქონდა რეჟისორობის სურვილი რამაც მხატვრულ თვითშეცნობამდე მიმიყვანა
13. რეჟისორ ვუდი ალენის არცერთი ფილმი არ მინახავს თავიდან ბოლომდე
14. მე არ მაქვს მოლბერტი, პროფესიონალური ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა და მოტივაცია
15. მაქვს ფუნჯები , წიგნების კარადა, აკვარიუმი, უამრავი ფერადი საღებავი და მორალი

აუდიო ჩანაწერების მიხედვით ძნელი მისახვედრი არ იქნება პოსტში რა თემასაც ვეხები. შეგიძლიათ ტესტიც გაიაროთ: А ты, шизофреник?
фобий
илья муромец
таррраррата
music by: certifiable lunatic
დიდი ხანია თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ პოსტი არ გამიკეთებია, არც არაფერი მისაუბრია ამ თემაზე. ასე რომ გადავწყვიტე პატარა პოსტი გავაკეთო იმაზე თუ რა გველის ახლო მომავალში, ანუ რა პროდუქციას უნდა ველოდოთ სულ რაღაც ერთ წელიწდში.

10 ნივთი, რომლის ყიდვას ადამიანები 2010 წლისთვის უკვე მაღაზიებშიც შეძლებენ.
1. თვითგამაცხელებელი ჭურჭელი (მწარმოებელი Dragon Plastics).
2.მობილურის ელემენტი ბირთვულ ენერგიაზე 99 წლიანი მოხმარებით. ( Ora-Ito).
3. ღამის კონტაქტური ლინზები (licensetech).
4. სამკურნალო მაისური, რომელიც არეგულირებებს პულსს, ამცირებებს ცელულიტის განვითარებას და ოფლიანობას (sensatex).
5. ციფრული სარკე სადაც შეგიძლიათ დაინახოთ საკუთარი თავი ნებისმიერ ასაკში. (BT საიტი შემუშავების პროცესშია)

ძალიან მომრავლდა სიტყვის თავისუფლებაზე პოსტები და იმაზე თუ რა არის რეალურად ფასეული და არაფასეული, რატომ ვართ ჩარჩენილები პირველ საუკუნეში და ა.შ. მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი ჩარჩენილობის მიზეზი ყველამ საკუთარ თავში და პირველ რიგში საკუთარ აღზრდაში უნდა ვეძებოთ.
მაგალითად ძალიან ხშირად ვაკვირდები ადამიანებს რომლებიც ცდილობენ შვილებს სიმკაცრით და საკუთარი იდეოლოგიის პრინციპებით მიუდგნენ და ამით ისინი ღირსეულები, ჭკვიანები, მოაზროვნეები და გენიალურები გაზადონ. ისინი ცდილობენ რაღაც კონკრეტული წესები დაუნერგონ და არიგებნ რომ ამ წესების გარეშე ისინი ცხოვრებაში ვერაფერს გახდებიან, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ კეთდება რომ ისინი ასე გაზარდეს და სხვაგვარად არც ძალუძთ. რა თქმა უნდა ყველაფერი ძალიან კარგია ამ ყველაფერს ცუდი მხარეც რომ არ ჰქონდეს… მაგალითად საკითხავია ის თუ როგორ მოსწონდათ საკუთარ თავზე მშობლების ასეთი მოპყრობა? რა თქმა უნდა მათ ეს არ მოსწონდათ და სწორედ ამაშია საქმე მაგრამ დღეს თვლიან რომ ასეთი მოპყრობით და აღრზდით ისინი სრულყოფილებად ჩამოყალიბდნენ… ნუ ამ პოსტში ამაზე სულ არ მაქვს საუბარი ამჟამად ცოტა განსხვავებულ საკითხს მინდა შევეხო.
მოკლედ რისი თქმა მსურს: საერთოდ მიღებულია რომ თუ ბავშვს ყოველთვის მივუთითებთ წესრიგისკენ – უსმინე უფროსებს, არ დაჩაგრო სუსტები და ა.შ. ეს ბავშვს ზრდილობიან პიროვნებად გაზრდის. ეს ყველაფერი ტყუილი და იდიოტიზმია!
read more…
Recent Comments