rights

24 11 2009

ადამიანები ცდილობენ რომ გამოგასწორონ? ესიგი ყველას არ სურს რომ გამოსწორდე. ესეიგი თქვენ არ ცდილობთ ჩამოართვათ სხვებს იმის უფლება რომ იყვნენ ისეთები როგორებიც არიან.





მე ასე ვცდი

8 11 2009

ჩვენს ბლოგერებში საკმაოდ პოპულარული სახე ჰქონდა თამაშს რომელიც რაღაცით მეგობრობის დღიურს წააგავდა. რომელზეც ერთერთმა ფორუმელმა ისიც აღნიშნა რომ ასეთი თამაშები უკეთ ეხმარება ადამიანებს ერთმანეთის გაცნობაში. რასაც სრულებით ვეთანხმები. მაგრამ კონკრეტულად ის თამაში არ მომეწონა ვინაიდან ცოტა არ იყოს ტიპიურ ჟურნალისტურ ტესტს წააგავდა. ამიტომ გადავწყვიტე საკუთარ თავს თავად დავუსვა კითხვები და თავადვე ვუპასუხო. მოკლედ ერთი წლის წინ რომელიღაც უცხოურ ბლოგზე შემხვდა თემა სადაც ბლოგის ავტორის მიერ 100 გრაფაში იყო დახასიათებული საკუთარი თავი, ვფიქრობ ასეთი მიდგომით უფრო მეტის თქმა არის შესაძლებელი საკუთარ თავზე ვიდრე სტანდარტულ კითხვებზე პასუხის გაცემით. მოკლედ ამ პოსტში შევეცდები 100-ში არა მაგრამ 61 გრაფაში ავხწერო საკუთარი თავი და ცოტა რამ ვთქვა იმაზე თუ როგორი ვარ მე. ყველაფერი რასაც ვწერ არის სიმართლე და ვინაიდან ამ გრაფაში ვერ ვახერხებ საკუთარი თავის ბოლომდე აღწერას დავსძენ რომ მე ზუსტად ასეთი არ ვარ როგორსაც ვახასიათებ საკუთარ თავს და მე ზუსტად ასეთი ვარ როგორსაც ვახასიათებ საკუთარ თავს.

–

მოკლედ:

1. მე მქვია ნიკა რაც უკვე ნათელია გვერდის სახელწოდებიდან გამომდინარე
2. მე ვწერ შეცდომებით უფრო გრამატიკული შეცდომებით ვიდრე პუნქტუალურით (ეს ადრეც ავღნიშნე)
3. მძინავს თითქმის მჯდომიარეს
4. არ ვკითხულობ
5. ტანსაცმელის ყიდვისას მხოლოდ შარვალს ვარჩევ მარკის მიხედვით
6. არ ვჭამ დღეში სამჯერ , ვჭამ როცა მინდა
7. არ მიყვარს ჭარხალი, რძე და კაკლის მურაბა
8. მიყვარს მარწყვი, ნამცხვრები და გოზინაყი
9. მე სწრაფად ვმეტყველებ
10. ჩემი საყვარელი ფერია ყვითელი შესაბამისად ყველა ის ფერი რომელიც მის სპექტრს უკავშირდება
11. უცხოსთვის შემიძლია ბევრი რამის გაკეთება, საკუთარი თავისთვის თითქმის არაფერს ვაკეთებ
12. მქონდა რეჟისორობის სურვილი რამაც მხატვრულ თვითშეცნობამდე მიმიყვანა
13. რეჟისორ ვუდი ალენის არცერთი ფილმი არ მინახავს თავიდან ბოლომდე
14. მე არ მაქვს მოლბერტი, პროფესიონალური ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა და მოტივაცია
15. მაქვს ფუნჯები , წიგნების კარადა, აკვარიუმი, უამრავი ფერადი საღებავი და მორალი

კიდევ ცოტა საიდუმლო…





диалог душ

6 11 2009

-

აუდიო ჩანაწერების მიხედვით ძნელი მისახვედრი არ იქნება პოსტში რა თემასაც ვეხები. შეგიძლიათ ტესტიც გაიაროთ: А ты, шизофреник?

фобий


илья муромец


таррраррата

music by: certifiable lunatic





არატრადიციული სიბრძნე

2 11 2009

01

ძალიან მომრავლდა სიტყვის თავისუფლებაზე პოსტები და იმაზე თუ რა არის რეალურად ფასეული და არაფასეული, რატომ ვართ ჩარჩენილები პირველ საუკუნეში და ა.შ. მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი ჩარჩენილობის მიზეზი ყველამ საკუთარ თავში და პირველ რიგში საკუთარ აღზრდაში უნდა ვეძებოთ.
მაგალითად ძალიან ხშირად ვაკვირდები ადამიანებს რომლებიც ცდილობენ შვილებს სიმკაცრით და საკუთარი იდეოლოგიის პრინციპებით მიუდგნენ და ამით ისინი ღირსეულები, ჭკვიანები, მოაზროვნეები და გენიალურები გაზადონ. ისინი ცდილობენ რაღაც კონკრეტული წესები დაუნერგონ და არიგებნ რომ ამ წესების გარეშე ისინი ცხოვრებაში ვერაფერს გახდებიან, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ კეთდება რომ ისინი ასე გაზარდეს და სხვაგვარად არც ძალუძთ. რა თქმა უნდა ყველაფერი ძალიან კარგია ამ ყველაფერს ცუდი მხარეც რომ არ ჰქონდეს… მაგალითად საკითხავია ის თუ როგორ მოსწონდათ საკუთარ თავზე მშობლების ასეთი მოპყრობა? რა თქმა უნდა მათ ეს არ მოსწონდათ და სწორედ ამაშია საქმე მაგრამ დღეს თვლიან რომ ასეთი მოპყრობით და აღრზდით ისინი სრულყოფილებად ჩამოყალიბდნენ… ნუ ამ პოსტში ამაზე სულ არ მაქვს საუბარი ამჟამად ცოტა განსხვავებულ საკითხს მინდა შევეხო.

მოკლედ რისი თქმა მსურს: საერთოდ მიღებულია რომ თუ ბავშვს ყოველთვის მივუთითებთ წესრიგისკენ – უსმინე უფროსებს, არ დაჩაგრო სუსტები და ა.შ. ეს ბავშვს ზრდილობიან პიროვნებად გაზრდის. ეს ყველაფერი ტყუილი და იდიოტიზმია!
read more…





პრაღის ფაუსტი

28 10 2009

ეს ბოლო ორი პოსტი რაღაც ძალიან მისტიური გამომივიდა. იმედია მომდევნო პოსტში არ შევეხები ასეთ იდუმალებით მოცულ საკითხებს:) მოკლედ ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ მხატვრული გრავიურები სადაც აღბეჭდილია ის შელოცვები რომელებსაც ვალპურგის ღამემდე წარმოსთქვავს ფაუსტი სულების გამოსაძახებლად. (სხვათაშორის ვალპურის ღამე იმ ციკლის დასაწყისია რომელის დამთავრებაც სწორედ ჰელუვინს ემთხვევა) ეს შელოცვები პირველად გამოქვეყნდა 1509 წელს პრაღაში. სწორედ ამ შელოცვების ტექსტები აქვს გამოყენებული საკუთარ გენიალურ ნაწარმოებში იოჰან ვოლფგანგ გოეთეს.

1

2

More…





Change

16 09 2009

–

როგორც შეამჩნევდით ჩემს ამ “უფრო პირად ბლოგზე” მომვრავლდა ტექსტებიანი პოსტებიც,  ვინაიდან მოგეხსენებათ რომ თავდაპირველი ბლოგის დანიშნულება გახლდათ მსოფლიოში მოღვაწე სხვადასხვა ხელოვანის ირგვლივ საუბრები და პირდაპირი ინფორმაციის მიტანა მკითხველამდე. რადგან ამ ყველაფერს უკვე ვახერხებ ჩემს მეორე ბლოგზე აქ გადავწყვიტე ცოტა გესაუბროთ სხვადასხვა თემებზე , პირადზე თუ ზოგადსაკაცობრიო მოსაზრებებზე :) პირადს იმიტომ ვახსენებ რომ მეც მაქვს ცოტა ჩემიდან სათქმელი ამ კუთხით და არამარტო ამ კუთხით :) ხოდა ვინც მომისმენს არ ინანებს რადგან რაიმე ცუდის თქმას ნამდვილად არ ვაპირებ. ნუ პრინციპში მაგასაც გააჩნია ;)

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ისეთ თემაზე როგორიც არის ჩვენი ამბიციები. მაგალითი უამრავია ჩემს ცხოვრებაში ,  ისინი დღემდე გრძელსდება და სამწუხაროდ მათ გამკლავებას ვერ ვახერხებ. საქმე იმაშია რომ თავად იდეას მივხვდი თუ როგორ გადავლახო პატივმოყვარეობა მაგრამ ჯერჯერობით პრაქტიკაში ვერც ისე დალაგებულად ვიყენებ. მოკლედ ეხლავე აგიხსნით თუ რაზე მაქვს საუბარი:

Read more..





Your blog

22 08 2009

ამასწინათ მეგობართან ვსაუბრობდი ბლოგებზე და სხვადასხვა დეტალებს ვარჩევდით. მაქვს ბლოგერებთან კითხვა – რაში გეხმარებათ თქვენ ბლოგი?

blog board

ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ყველაზე საინტერესო მაინც იმ ადამიანებისთვის იქნებოდა ვისაც საერთოდ არ აქვს ბლოგი.





Emo

17 08 2009

ჩემო ძვირფასო ბლოგის მკითხველნო!
მაქვს კითხვა ემო–სუბკულტურასთან დაკავშირებით.

-

მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ემო კულტურის შესახებ ან თუმდაც ქართველ ემოებზე?
არ დაიზაროთ ორი სიტყვის დაწერა კომენტარებში იცით თუ არა რამე მის შესახებ არ აქვს მნიშვნელობა რადგან მეც სწორედ ეს მაინტერესებს რა საფუძველი უდევს ამ ყველაფერს და რა მიზანს ისახავს. კიდევ საინტერესოა თქვენი აზრით იზრდება თუ არა ქართველ თინეიჯერებში საერთოდ ეს ემომანია? მოკლედ ვინც რა იცით დაწერეთ რომ უკეთ გავერკვეთ :)
მადლობა





metro

10 08 2009

მუსიკა მეტროში = ოცნებები რეალობად გეჩვენება და გონება სასიამოვნო მოგონებებით ინთება.

metro1





33a new song

7 08 2009





no tittle

2 08 2009

არის რამე იმაზე მტარველი და უარესი როდესაც საკუთარ უნიჭობას აცნობიერებ და ხვდები რომ არავის სჭირდები?





Normal trip

1 08 2009

კარგი იყო ხევსურეთი :) ვნახე მშვენიერი მთები, მდიინარეები, ციხეკოშკები და კოშკებიდან მშვემნიერი ხედები, იქვე ერთ დღეს თბილისიდან კარგი ადამიანების ჯგუფი რომლებიც კარგ ლექსებს ამბობდნენ და მშვენივრად მღეროდნენ, ვნახე ჩემი ხელით დაჭერილი კალმახი, ბერვი სხვადასხვა ფრინველი, ერთგული მეგობარი ძაღლი და ტურისტების სიკეთე და კეთილგანწყობა, ვნახე გვერძედგომა და დახმარება მაგრამ დახმარების ერთ დღეში დაყვედრებაც და სარკაზმიც :)
მაგრამ კარგი ბავშვები იყვნენ და ამიტომ ეპატიებათ მითუმეტეს რომ ისეთ პერედრიაგაში მოვაყოლე სამი დღე შდაბეჭდილებების ქვეშ იყვნენ ;) ერთი სიტყვით სურათებიც გადავიღე (მხოლოდ პერედრიაგის არა :)) და სადმე დავდებ მერე ალბათ რამოდენიმეს :)





sun

23 07 2009

ჩვენ მზეს ვხედავთ ისეთს როგორიც ის 8 წუთის წინ იყო. უცნაურია მაგრამ ფაქტი :)





შენც დაემატე

13 07 2009




opinions differ

10 07 2009

გემოვნებაზე არ დაობენ,
საერთოდ არ დაობენ ,
განსაკუთრებით უგემოვნო რეგვენებთან