“კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო” ამ ვიდეოს ფონზე მეტი რა მეთქმის :|
“კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო” ამ ვიდეოს ფონზე მეტი რა მეთქმის :|
დიდი ხანია თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ პოსტი არ გამიკეთებია, არც არაფერი მისაუბრია ამ თემაზე. ასე რომ გადავწყვიტე პატარა პოსტი გავაკეთო იმაზე თუ რა გველის ახლო მომავალში, ანუ რა პროდუქციას უნდა ველოდოთ სულ რაღაც ერთ წელიწდში.

10 ნივთი, რომლის ყიდვას ადამიანები 2010 წლისთვის უკვე მაღაზიებშიც შეძლებენ.
1. თვითგამაცხელებელი ჭურჭელი (მწარმოებელი Dragon Plastics).
2.მობილურის ელემენტი ბირთვულ ენერგიაზე 99 წლიანი მოხმარებით. ( Ora-Ito).
3. ღამის კონტაქტური ლინზები (licensetech).
4. სამკურნალო მაისური, რომელიც არეგულირებებს პულსს, ამცირებებს ცელულიტის განვითარებას და ოფლიანობას (sensatex).
5. ციფრული სარკე სადაც შეგიძლიათ დაინახოთ საკუთარი თავი ნებისმიერ ასაკში. (BT საიტი შემუშავების პროცესშია)
აი ესეთი აკვარიუმი მინდა. წარმომიდგენია რა კომფორტულად და ლაღად იგრძნობენ თევზები თავს.

საერთოდ არც ისე ხშირად ვკითხულობ წიგნებს როგორც წესი, ხოდა აი გუშინ მუზა გამეხსნა, უფრო სწორედ სურვილი გამიჩნდა წამეკითხა რამე საინტერესო , ისეთი საინტერესო რომ ბევრად უფრო საინტერესო ყოფილიყო ვიდრე საინტერესო ;) ხოდა დავიწყე ძებნა და აი ასეთ უცნაურ წიგნს გადავაწყდი :) საერთოდ როგორც ცნობილია სამყაროში არის უამრავი წიგნი რომლებშიც სხვადასხვა პროფესიული, ისტორიული, მეცნიერული, მხატვრული, ლირტერატურული საკითხები განიხილება და რომლებიც ხალხისთვის ასე თუ ისე ხელმისაწვდომი და გასაგებია + რაც მთავარია ყველა ეს წიგნი ერთად მთელი კაცობრიობის დიდ საგანძურს წარმოადგენს. მაგრამ არსებობს ისეთი წიგნებიც რომლის არსებობაც გაუგებარია ადამიანისთვის, გაუგებარია მათი დანიშნულებაც და შინაარსიც.

ამ პოსტში სწორედ ასეთი საგანძური მინდა წარმოგიდგინოთ: ეს წიგნი დაიწერა იტალიელი არქიტექტორის ლუიჯი სერაფინის მიერ 1970 წელს, წიგნის ავტორის მტკიცებით ის წარმოადგენს ჩვენთვის შეუცნობელი, პარალელური სამყაროს ენციკლოპედიას. წიგნში დაახლოვებით 360–380 გვერდია. დაწერილია გაუგებარ ენაზე, გაუგებარი ანბანის მიხედვით. ანუ მისი გაშიფვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ შედევრის შექმნისთვის ავტორს 30 თვე დასჭირდა. სერაფინიანუსის კოდექსი 11 ნაწილად არის დაყოფილი და 2 სექციას წარმოადგენს: პირველი ფლორა და ფაუნას ეთმობა, მეორე კი ადამიანს.
მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ თავად შეგიძლიათ გადახედოთ პოსტში რამოდენიმე გვერდს ამ წიგნიდან..
“Rope In Space” არის ინტერაქტიული ინსტალიაცია რომელიც Ars Electronica Futurelab –მა შეიმუშავა. ეს არის თოკის გადაძლევის თამაში რომელში ჩაბმაც შეუძლია სხვადასხვა ადგილას მყოფ ადამიანებსაც კი. თამაშისთვის უბრალოდ საჭიროა თოკის მოქაჩვა რომელიც ეკრანიან აპარატს მოყვება. ვფიქრობ ვიდეოს ნახვის შემდეგ თავად მიხვდებით თუ როგორ მუშაობს ეს მოწყობილობა.

ეს წიგნი იმ ადამიანებს გამოადგებათ რომლის საქმიანობაშიც კვანძის გარეშე ვერაფერს გახდები. ასეთი მუშაკები რა თქმა უნდა არიან ალპინისტები, მეზღვაურები, მონადირეები, მეთევზეები, მთამსვლელები, ტურისტები და ა.შ. ასევე სხვა მკითხველიც შეძლებს სასარგებლო ინფორმაციის მიღებას ამ წიგნიდან. მაგალითად განყოფილება “ჰალტუხის კვანძებში” ნახავთ თუ როგორ შეიძლება მოხერხებულად შეიკრათ ჰალსტუხი და განყოფილება “დეკორატიული კვანძები” დაგეხმარებათ ლამაზად გააფორმოთ საჩუქრის ყუთის ბანტები.
წიგნის გადმოწერა შეძლებთ შემდეგი ბმულიდან: DOWNLOAD BOOK

ძალიან კარგი და საინტერესო წიგნი. მასში უარყოფილია ყველა ის თანამედროვე მითი რისიც დღემდე ბევრს გვჯერა. მაგალითად ამ წიგნიდან გავიგე რომ ცარცი რომლითაც ჩვენ სკოლაში დაფაზე ვწერდით სულაც არ არის ცარცი და ყოფილა თაბაშირი. ცარცი და თაბაშირი სულ სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებიბია :)) მოკლედ ბევრს აღარ მოვყვები თავად წაიკითხეთ და უამრავ ახალ რამეს გაიგებთ :)

წუხელ ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში აი ასეთი ფერის დილა გათენდა. დანარჩენი ფოტოები შემდეგ მისამართზე : www.boston.com



როგორც დაგპირდით ესეც მესამე ნაწილი. ამ პოსტში წარმოდგენილია ბიორკის სინგლების აბსოლიტური დისკოგრაფია
პირველი და მეორე ნაწილი იხილეთ ქვედა ბმულებზე:
bjork discography part1
bjork discography part2
singles list:
Debut Singles (1993-1994)
Post Singles (1995-1997)
Homogenic Singles (1997-1999)
Vespertine Singles (2001-2002)
It Is In Our Hands Singles (2002)
Medulla Singles (2004-2005)
Volta Singles (2007-2008)
Photograph by Joel Sartore

ჯერ არ ვიცი რა არის ვნახოთ (: წიგნის ავტორი შესანიშნავი რეჟისორი დევიდ ლინჩი გახლავთ.
Поймать большую рыбу. Медитация, осознанность

Recent Comments