ხოდა ვინც არ იცის ეს პოსტი არის ერთგვარი თამაში რომელიც მოიგონა დოდკამ და დვორსკიმ კი მე გადმომილოცა.
ხოდა საერთოდ აღარ მახსოვს ბავშვობაში რა მეგონა ან არ მეგონა იმიტორმ რომ შეიძლება ისინი ეხლაც მგონია ვინაიდან მას მერე ჭკუსის მომატებას განსაკუთრებით ვერ ვგრძნობ ;) ხოდა მაინც კარგად ჩაძიების შემდეგ რაღაცეები მომაგონდა:

1. ბავშვობაში მეგონა რომ ღარიბად ყოფნა უკეთესი იყო ვიდრე მდიდრად ყოფნა
2. ბავშვობაში მეგონა რომ სიგარეტს მარტო კაცები ეწეოდნენ და პირველად რო დავინახე სიგარეტით ქალი ვიფიქრე ამერიკა აღმოვაჩინე
3. ბავშვობაში მეგონა რომ სიმღერაში ასეთი ტექსტია “კარგი იყო არ გამეცნე თავიდან, შუა ზღვაში გადამეგდე ნავიდან”
4. მეგონა რომ ანადუღარი წყალი მეორეთ უფრო სწრაფად დუღდებოდა
5. მეგონა რომ თუ ნემსს ფეხს დააბიჯებდი შეგერჭობოდა ვეღარ გამოიღებდი და გულამდე წავიდოდა რის შემდეგაც უთუოდ მოკვდებოდი.
პრინციპში წერის პროცესში უამრავი რამ გამახსენდე გავაგრძელო?!
ხო ეხლა გადალოცვის პროცესი:
tiko
Milkman
Tukija
vetas – если захочет участвовать в игре
Recent Comments